თბილისი. კრეატიული განვითარების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით. „პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან და მათთვის ჩატარდება ტრენინგები ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. 2018 წლის დეკემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის და საგანმანათლებლო მოდულის შესახებ. ტრენინგების პირველი ფაზა დაიწყება თებერვალში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ჩამოთვლილი რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეწარმეებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)