en
ge

პროკურატურის რეფორმა – რა ცვლილებებით შეხვდა სისტემა 2019 წელს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს ანალიტიკურ ბლოგპოსტს: „პროკურატურის რეფორმა – რა ცვლილებებით შეხვდა სისტემა 2019 წელს".
„ეს რეფორმა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოვანესი მიღწევაა საქართველოსთვის, რადგან წლების განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები პროკურატურის სისტემის რეფორმირების სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას უჭერდნენ მხარს. თუმცა, იგი შესაძლოა დიდ იმედგაცრუებად იქცეს, თუ პროკურატურამ გარდამავალ პერიოდში არ დაამტკიცა, რომ არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყება, რომლის გადაწყვეტილებაზეც გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის მმართველი ელიტა ან რომელიმე გავლენიანი პირი.
2018 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარ გამოუძიებელ მკვლელობასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საგრძნობლად შეარყია პროკურატურის რეპუტაცია და ისედაც დაბალი საზოგადოებრივი ნდობა. სწორედ ამიტომ, 2019 წელი იქნება უმნიშვნელოვანესი ამ უწყების საქმიანობაზე დასაკვირვებლად. თუმცა, სანამ ამას გავაკეთებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა შეიცვალა კანონში და რა სამართლებრივი რეალობით იწყება 2019 წელი", ნათქვამია პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)