en
ge

საია სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას მოითხოვს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას მოითხოვს.
„მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდება და პირი არ იცნობა სამართალდამრღვევად, ამ პირისათვის ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავების ქმედების უკანონობა დადგინდება", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „საია მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებს ცვლილება შეიტანოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში და განისაზღვროს, რომ ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს რეაბილიტირებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველს, მიუხედავად სახელმწიფო მოსამსახურის ბრალისა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)