en
ge

ყოფილმა პატიმრებმა ეკონომიკური საქმიანობისთვის მატერიალური ფასეულობები მიიღეს

ზუგდიდი. 21 მარტს, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც 13 ყოფილ პატიმარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები-მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები/ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადასცეს.
„თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 2000-5000 ლარის მოცულობის გახლავთ. ყოფილი პატიმრები მიღებული გრანტით შეძლებენ საკუთარი იდეის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. ღონისძიებაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 13 ყოფილ პატიმარს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" წარმომადგენლები შეხვდნენ და მატერიალურ ფასეულობები თავად გადასცეს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)