თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უძრავი ქონება ჯერ კიდევ არ გადაუცია.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ შეუსრულებიათ.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ზუგდიდის მაგალითს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge