თბილისი. 29 მარტს ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა" და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ჩატარდა ეროვნული კონფერენცია - „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების 250–ზე მეტმა წარმომადგენელმა განიხილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული განვითარების საკითხებს.
კონფერენციის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ.
კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი , რომელშიც 130-ზე მეტმა რეგიონულმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, და ჟურნალისტთა კონკურსის - „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ - გამარჯვებულთა დაჯილდოება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)