en
ge

გარემოსდაცვითი პროექტებისათვის მცირე გრანტები გამოიყოფა

თბილისი. ქართული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები მცირე გრანტების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 750 ათასი აშშ დოლარია.
მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ პრიორიტეტული მიმართულებებს, როგორებიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები.
გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები წვლილს შეიტანენ სიღარიბის დაძლევაში, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 
წყარო: ginsc.net




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)