თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი, მრჩეველთა საბჭომ, თავისივე გადაწყვეტილებით, ეჭვქვეშ დააყენა.
„კანონმდებლობის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია 1 აპრილამდე გამოაქვეყნოს და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გასული წლის ანგარიში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს გარე აუდიტის დასკვნა. საბჭომ 2018 წლის ანგარიში 1 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნა დღეს, 25 აპრილს განიხილა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა. ეს მაშინ, როდესაც უნდობლობის ერთ-ერთ საფუძვლად ფინანსური დარღვევები იყო მითითებული", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით".
წყარო: www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)