თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) შშმ პირების ბინაზე მოვლის მომსახურების არსებულ მოდელს ასაჩივრებს. „საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილება ადგენს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამას. ეს მომსახურება მოიცავს სახელმწიფო ხარჯებით ბინაზე მომვლელის დანიშვნას შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის. ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ განსაზღვრული სამედიცინო დიაგნოზის მქონე ბავშვებს. სპინალური ატროფია არ ჯდება ამ დაავადებების ჩამონათვალში, რის გამოც პირებს, რომლებსაც ამგვარი დიაგნოზი დაუსვეს, ვერ მოითხოვენ ბინაზე დამხმარის მომსახურებას. საია მიიჩნევს, რომ №684 დადგენილებით ხდება დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფის შიგნით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)