თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, აჭარის მუნიციპალიტეტების - ბათუმის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის საკრებულოებში 2017-2018 წლებში, 2014-2016 წლებთან შედარებით, ფრაქციათა და ფრაქციების ინიციატივათა რაოდენობა შემცირდა.
„ამასთან, წარდგენილი ინიციატივების უმრავლესობა ეხება არა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის გაძლიერებას, არამედ უმეტესწილად ადმინისტრაციული მნიშვნელობის საკითხებს.
ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ 2017 წლის ბოლოს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობა ანაზღაურებადი თანამდებობა გახდა და რასაც, როგორც პარლამენტის უმრავლესობაში ვარაუდობდნენ, ფრაქციების გააქტიურება უნდა მოჰყოლოდა, დადებითი შედეგები არ მოუტანია - პირიქით, ფრაქციების ინიციატივების რიცხვმა იკლო, რაც ცალსახად უარყოფითი ტენდენციაა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)