თბილისი. ევროპის ფონდი ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გამოქვეყნებულ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდაჭერის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების 2014-2018 წლების შედეგების შეფასებას.
„2018 წლის აგვისტოში, ევროპის ფონდმა გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნო საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიის გენდერული შეფასების ანგარიში, რომლის ერთ-ერთ მიგნებასაც სტრატეგიის შემუშავების პროცესში გენდერული ანალიზის ნაკლებობა წარმოადგენს. სათანადო გენდერული ანალიზის გარეშე, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმები ვერ უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც გააუმჯობესებდა ეკონომიკურ მაჩვენებლებს მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში ჩართული ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვინაიდან მათი საჭიროებები, პრობლემები და შესაძლებლობები განსხვავებულია“, - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)