en
ge

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

აჭარა. ნორმა, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაზე მესაკუთრის თანხმობით საპროტესტო ბანერის დროებით გამოფენას კრძალავდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მესაკუთრეს ართმევს უფლებას, საკუთარი სახლის ფასადზე განათავსოს ბანერი დროებით, მერიის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმ პირის დასჯა საპროტესტო ბანერის დროებით შენობაზე დროებითი განთავსებისათვის, რომელიც ამას შენობის მესაკუთრის თანხმობით აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა“, - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სრულად 

წყარო: https://gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)