en
ge

ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ

ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. 

„მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე არ მონაწილეობდნენ. 2015 წელს, არჩევის შემდეგ კი 15 ტენდერი მოიგეს. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული პირდაპირი შესყიდვების რაოდენობაც - 21 შესყიდვიდან 11-ში კონტრაქტორები სწორედ ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები არიან“, - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023