თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ბათუმში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიები მსხვერპლთა სამაროვანის შესახებ.
„IDFI საწყის ეტაპზე აქტიურად ჩაერთო ბათუმში და აჭარაში რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, კერძოდ კი სასჯელის უმაღლესი ზომის სისრულეში მოყვანის ოქმების შესწავლით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს, რაც რამდენიმე ასეულით აღემატებოდა მანამდე გავრცელებულ რაოდენობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)