აჭარა. სოფლის განვითარების ფართომასშტაბიანი ხელშეწყობის ფარგლებში, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საგანმანათლებლო
სემინარები დაიწყო. სემინარებში, რომლის მთავარი თემა სოფლის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ადვოკატირებაა, უკვე 60-მდე მონაწილე ჩაერთო ლაგოდეხიდან, თეთრიწყაროსა და დედოფლისწყაროდან. 2019 წლის ბოლომდე მსგავსი შეხვედრები კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება – ახალქალაქში, ბორჯომში, ყაზბეგში, ქედასა და ხულოში.
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)