ქვემო ქართლი. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, ასოციაციის, სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაეკავშირებინა, ხოლო დამსაქმებლებს ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დახმარებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესიული განათლების 11-მა კოლეჯმა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა სამუშაოს მაძიებლებმა და 23-მმა მსხვილმა დამსაქმებელმა კომპანიამ 300-მდე აქტიური ვაკანსიით, მათ შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)