თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტები სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე გაანალიზდეს და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებები დაიგეგმოს.
„სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 9 სექტემბერს საფეხბურთო მოედანზე ლგბტ+ სიმბოლიკის შეტანის აკრძალვის საკითხზე, ასევე, 2019 წლის 18-23 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებსა და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების ტენდენციაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, თვალსაჩინოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და არ ადასტურებს უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმციაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)