აჭარა. ასოციაციამ „ფორეჯი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო გახსნა. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და არის ENPARD პროეტის „ქედა ლიდერი“ ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტში CENN-ის მიერ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი თევზის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო. საწარმო უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზმწარმოებელი ფერმერებისათვის მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში.
აღნიშნული პროექტის განხირციელება ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის წყლის რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, თევზწარმოების თანამედროვე სტანდარტების განვითარებას, ადგილობრივი თევზმწარმოებელი ფერმერებისთვის ჯანსაღი ლიფსიტის მიწოდებას და რეგიონში არსებული თევზსაშენი მეურნეობების გაძლიერებას.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)