აჭარა. ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების 20-ზე მეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ქედის LAG-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში კლიმატის ცვილებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ. ღონისძიება, რომელიც ქედის LAG-ის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქედა ლიდერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხებისადმი და მათი ჩართულობის ხელშეწყობას შესაბამის აქტივობებში.
დისკუსიას წინ უძღოდა მობილური ფილმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შერჩეული 1-წუთიანი თემატური ფილმების ჩვენება. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების ხელახალი გამოყენების აქტივობასა და ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკულ ტრენინგში.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)