თბილისი. 2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
სახალხო დამცველი მომხდარ ფაქტს სისტემურ პრობლემად აფასებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევით ჩაატარა და რომ პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილისა და სხვა ბავშვებისთვის არა თუ კეთილგანწყობილი, არამედ პირიქით, მტრული გარემო იყო შექმნილი; ამიტომ ბავშვები ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად, რაც შეიძლება მათზე ზეწოლად ჩაითვალოს.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)