თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაგოდეხის პოლიციის უფროსის და სხვა პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს ტარიელ შეითნიშვილს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც ტარიელ შეითნიშვილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი.
წყარო: http://www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)