en
ge

სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველის განცხადება

თბილისი. პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. 

„გუშინ, 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი წარუდგინა. შერჩევის პროცესში კვლავ ის ხარვეზები გამოვლინდა, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი წინა ეტაპებზე მიუთითებდა“, - აღნიშნულია განცხადებაში“, - „6-ვე კანდიდატმა მიმდინარე წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა და შეფასდა ქულებით, 1 კანდიდატი (პაატა სილაგაძე) კი უკვე იყო წარდგენილი პარლამენტისთვის, გასაუბრება გაიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად. 48 კანდიდატის1ჯამში, მიღებული ქულებით, აღნიშნული 6 კანდიდატი იკავებდა მე-14, მე-19, 21-ე, 27-ე, 30-ე და 32-ე სარეიტინგო ადგილს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისათვის არც პირველ ეტაპზე და არც ახლა არ წარუდგენია კანდიდატები, რომლებიც იკავებდნენ მე-13, მე-17, მე-18, 25-ე, 28-ე, 29-ე და 31-ე სარეიტინგო ადგილს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კანდიდატთა კომპეტენტურობის ქულებით შეფასების მიუხედავად, ქულების რაოდენობა არ იყო განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატების შერჩევისას. ამავდროულად, ქულების ანონიმურად და დაუსაბუთებლად მინიჭების გამო, იმის თქმაც რთულია, რომ ყველაზე მაღალი ქულების/შეფასების მქონე კანდიდატები სხვა კანდიდატებზე უკეთესები არიან კომპეტენტურობითა და კეთილსინდისიერებით“. 

სრულად...

წყარო: http://ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023