en
ge

სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

აჭარა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა. 

საგრანტო კომისიის - CENN-ის, დემოკრატიის ინსტიტუტის, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს მიერ ერთობლივად. შედეგად შერჩეულ იქნა 22 პროექტი. პროექტების გადანაწილება, ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, შემდეგნაირია: სოფლის მეურნეობა – 5; ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია – 8; ტურიზმი – 9. 

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 

სრულად...

წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)