თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს 2020 წლის 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს.
„ის საკითხი თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს. გუშინდელი განცხადება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს იხდიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები“, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)