თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების ბლოგზე აქვეყნებს ბლოგპოსტს: www.asocireba.ge – ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ერთ საიტზე.
„ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა მოსაზრება იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და უფრო ზედმიწევნით გაეცნოს ევროპულ ღირებულებებს, საკანონმდებლო სისტემასა და ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას სდევს თან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) შექმნა პლატფორმა www.asocireba.ge. ვებგვერდზე განთავსებულია შემეცნებითი ვიდეო გაკვეთილები, რომლებიც 10-15 წუთში შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის ევროპა და რა ღირებულებების მატარებელია, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება და რა ვალდებულებები თუ სარგებელი შეიძლება მოუტანოს, როგორც ქვეყანას, ასევე მის თითოეულ მოქალაქეს“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: csrblog.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)