აჭარა. 11-12 თებერვალს, ქალაქ ბათუმში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კოლეჯ „ბლექსი“-სთან პარტნიორობით მართავს პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს.
„აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან რეგიონში არსებულ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს, ასევე ქვეყანაში/რეგიონში არსებულ განათლების შესაძლებლობებს. ზემოაღნიშნული დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევასა და მომავლის დაგეგმვაში. შეხვედრის მონაწილეებს ასევე საშუალება აქვთ გაეცნონ პროფესიული კოლეჯების მუშაობის სისტემას. შეხვედრები გაიმართება ყოველ თვიურად სენაკის, ზუგდიდისა და ხელვაჩაური/ბათუმის ახალგაზრდებისათვის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)