en
ge

აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა დარღვეული უფლებები კვლავ არ აღდგენილა

აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა დარღვეული უფლებები კვლავ არ აღდგენილა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა დარღვეული უფლებები კვლავ არ აღდგენილა.

„პოლიციელებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებს არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება, სათანადოდ დაეცვათ საკუთარი თავი სასამართლოზე. სასამართლომ მათ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღემდე აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები გამოუძიებელია და არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და დასჯა. საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომლითაც აქციის მონაწილეებს პატიმრობა შეეფარდა, ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს, არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს და ვერ უზრუნველყოფს საქმის მიუკერძოებლად და სამართლიანად განხილვის შესაძლებლობას“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)