en
ge

ევროკავშირის დახმარება კახეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალშობილებს

ევროკავშირის დახმარება კახეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალშობილებს

კახეთი. „ჯანდაცვისა და განათლების განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება სოციალურად დაუცველი დედებისა და ბავშვებისათვის“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც კახეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალშობილებს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ. პროექტი "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა" ევროკაშირის დაფინანსებით განახორციელა. 2018 წელს ახმეტის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტში ეს დახმარება სულ 60-მა ბენეფიციარმა მიიღო. 

„აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი 2016 წლიდან აფინანსებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან "ინოვაციების და რეფორმების ცენტრი" და "ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი". ამ პროექტის ძირითადი მიზანი ქალებისა და ბავშვების დახმარებაა. სამოცი სასაჩუქრე პაკეტი გავეცით, ორიღა დაგვრჩა თელავში გადასაცემი. ამ წელში მარაგი ამით ამოიწურა, მომავალ წელს ეს პროექტი კვლავ გრძელდება და ისევ გაიცემა 60 სასაჩუქრე პაკეტი. ამ დახმარების მიღების პირველი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს, ზოგს შეიძლება მოხსნილი ჰქონდეს სტატუსი, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ისარგებლოს ამ შეღავათით, “- აღნიშნავს "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის" დირექტორი, თამარ ბექაური. 

მისივე თქმით, სასაჩუქრე პაკეტების გარდა, ევროკავშირმა დააფინანსა ტრენინგები, სადაც დედებმა პატარების სწორად მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს. 

სრულად... 

წყარო: https://eeas.europa.eu

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)