თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუყოვნებელი ზომების მიღებას საჭიროებს.
„EMC მიიჩნევს, რომ სარედაქციო დამოუკიდებელობაზე პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება, მათი უკანონო გადაყვანა საინფორმაციო სამსახურის მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და მათი იძულება სამსახურის დატოვების მიზნით, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის უხეშ ინტერვენციას წარმოადგენს და მაუწყებლის დამოუკიდებლობას არყევს. შექმნილი მდგომარეობა საგანგებო და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ არსებითია საქართველოს პარლამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაუყოვნებლივ გამოიყენონ საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და აქ მომუშავე ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვისა და მაუწყებლის სარედაქციო და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერების მიზნით“.
წყარო: https://emc.org.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)