თბილისი. საქრთველოს სახალხო დამცველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება.
შუქრუთის მოსახლეობას, რომელიც ამბობს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, მადნის მოპოვებისა და გადაზიდვის პროცესში, აზიანებს გარემოს, გზასა და მათ საცხოვრებელ სახლებს, 2020 წლის 17 თებერვლიდან ბლოკირებული აქვს მაღარო, თუმცა ამ პროტესტს შედეგი არ გამოუღია.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით. ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)