თბილისი. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2020 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში.
გამოკითხვაზე დაყრდნობით, „CRRC-საქართველომ“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გააანალიზეს მონაცემები და სტატია გამოაქვეყნეს.
„საზოგადოებაში იყოფა აზრი მართლმსაჯულების ინსტიტუტების - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლო სისტემის შესახებ. მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. თუმცა, მათი უმეტესობა პროცესს არ ენდობა და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა დანიშვნის პროცესი სამართლიანად არ წარმართა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მცირე ნაწილმა ჩათვალა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი 2019-2010 წლების შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ სმენია უზენაეს სასამართლოში დანიშნული კანდიდატების შესახებ. მათ შორის კი ვისაც დანიშვნების შესახებ სმენია, უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)