en
ge

კორონავირუსი: ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს

კორონავირუსი: ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს

თბილისი. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას.

„ასევე, მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა. ეს არის ნაწილი აღმოსავლეთ პარტნირობისთვის გამიზნული დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც მოიცავს 140 მლნ ევროს ოდენობის ახალ დახმარებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 700 მლნ–მდე ევროს დახმარების გადამისამართებას.

ევროკავშირი საქართველოს ასევე უწევს მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც თანხები ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული ქმედებები განხორციელდება. ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად“, ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: eeas.europa.eu

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)