თბილისი. ევროკავშირი საქართველოში ავრცელებს კოვიდ-19-ის პანდემიისას გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ბლოგპოსტს.
„COVID-19-ის პანდემიის გავრცელება გლობალური გამოწვევაა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების დონეზე ითხოვს ყურადღებას: თითოეულ ჩვენთაგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ არ გავრცელოთ ვირუსი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მუნიციპალიტეტები, რეგიონები თუ სახელმწიფოები – ყველა ვალდებულია, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება, იზრუნოს მათზე, ვინც ყველაზე სუსტი და დაუცველია და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. სამეცნიერო წრეებს და მკვლევართა ფართო საზოგადოებას, კერძო სექტორს, ევროკავშირს, გაეროს და სხვა რეგიონულ თუ საერთაშორისო სტრუქტურას თავისი პასუხისმგებლობა და ფუნქციები აქვს. დაბოლოს, გლობალური რეაგირების ეფექტურობა ნდობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი მანქანა ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სოლიდარობას სწორედ მაშინ, როდესაც დეზინფორმაციას რეალურად შეუძლია მომაკვდინებელი როლი შეასრულოს“.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)