თბილისი. ევროკავშირი ავრცელებს განცხადებას გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვის შესახებ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.
„პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის. ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული.
ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს“.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)