თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა 2014-2019 წლებში: უფლებამოსილებები და განხილული საქმეები.
„2014 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. სააგენტოს მთავარი მიზანი ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაა.
„კონკურენციის სააგენტომ საზოგადოების ყურადღება ძირითადად სამი ბაზრის მონიტორინგის მოკვლევის გარშემო მიიქცია. ერთ-ერთი არის 2018 წელს პურის გაძვირების მიზეზების დადგენა, რომელიც პრემიერ მინისტრმა დაავალა სააგენტოს. მონიტორინგის დაწყებიდან ერთი წელზე მეტი გავიდა და ჯერ სააგენტოს არ დაუდგენია, რამ გამოიწვია ფასის ზრდა და პურის მიმწოდებელი საწარმოებისგან ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მეორე გახმაურებული საქმე საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა იყო. მესამე საქმეში კონკურენციის სააგენტოს მხრიდან უცნაურ ქმედებას ჰქონდა ადგილი“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)