თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ შრომის კოდექსში ცვლილებების პაკეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებს მოსაზრებები წარუდგინა.
„იმის მიუხედავად, რომ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ზრდის დასაქმებულის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, საია-მ საჭიროდ მიიჩნია საქართველოს პარლამენტისათვის დამატებითი შენიშვნების წარდგენა, რათა ხელი შეუწყოს პროექტის გაუმჯობესებას და არსებული ხარვეზების დახვეწას“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)