en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას: შეწყდეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დაშვების შეზღუდვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას: შეწყდეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დაშვების შეზღუდვა

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების სამსახურების მიერ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაშვების ზოგად და ბლანკეტურ შეზღუდვას და მოუწოდებენ მთავრობას ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო გადაადგილების რეჟიმი შეცვალოს.

„თითქმის ერთი წელია, 2019 წლის 30 აგვისტოდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში აკრძალულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების გადაადგილება და მუშაობა. დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ვრცელდება უშუალოდ იმ სოფლებზეც, სადაც სრულად ჩვენი სახელმწიფოს კონტროლი ვრცელდება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა; შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მიდგომები, რომელიც არ გასცდება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ ჩარჩოებს“.

სრულად 

წყარო: https://www.gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)