თბილისი. 2020 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს შეეხებოდა.
„უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად“, - აცხადებს ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, - „საკონსტიტუციო სამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)