თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.
„გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მისი დაკავების დღიდანვე მოექცა მედიის, საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ქვეშ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, განსაკუთრებით კი - ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები, რომლებშიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან იქნა ასოცირებული. ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ მომხდარიყო, რაშიც მოიაზრება ასევე გიორგი რურუას საქმე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)