en
ge

რა ვერ დაუთვალა “ქართულმა მარშმა” სოროსს და სახალხო დამცველს?

რა ვერ დაუთვალა “ქართულმა მარშმა” სოროსს და სახალხო დამცველს?

თბილისი. „მითების დეტექტორი“ ავრცელებს მასალას „ქართული მარშის“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდთან“ დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ. 

„ანტილიბერალური პოლიტიკური გაერთიანება “ქართული მარში” ,,ღია საზოგადოების ფონდის” წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს. ტვ “ობიექტივის” ეთერში “ქართული მარშის” წევრებმა ფონდის წინააღმდეგ ორი ინფორმაცია გააჟღერეს: 1. სოროსმა 4 მილიონი გამოყო მართლმადიდებლობასთან საბრძოველად. 2. სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო დაწესებულებაა და მისი დაფინანსება სოროსის ფონდის მიერ არის ,,მოქრთამვა” და თავად დაფინანსების მიზანშეწონილობა საეჭვოა. ამასთანავე ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ისინი მიმართავენ პარლამენტს, აიკრძალოს უცხო ქვეყნის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“, - ვკითხილობთ მასალაში, - “ქართული მარშის” მიერ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. 1. ფონდს პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დამატებითი თანხის სახით არა 4 მილიონი, არამედ 1 მილიონი გამოეყო და თანხის დანიშნულება კოვიდ-19-ის პანდემიასთან და არა მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა. 2. სახალხო დამცველის აპარატი არა სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული სახელმწიფოს კონტროლის უფლება და ის დაფინანსებას სოროსის ფონდიდან პატიმრების უფლებების დაცვის მიზნით იღებს”. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)