თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 5-6 სექტემბერს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი ღონისძიება გაიმართა.
„ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა საჯარო ცხოვრებაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მონაწილეობას.
შეხვედრების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს ნაირა გელაშვილმა და გიორგი თარხან-მოურავმა თემაზე: როგორ მოვედით აქამდე? საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა 1990-იან და 2000-იან წლებში. ასევე, მოხსენებები წაიკითხეს EMC-ის მვკლევარებმა, თეონა ფირანიშვილმა და ქამრან მამედლიმ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)