თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციის თააანახმად, 18 სექტმებერს, ფეისბუკ გვერდ „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ერთ-ერთმა წამყვანმა, ზურაბ მახარაძემ ამერიკის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.
„მისი განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოგება აღშფოთებას გამოიწვევს საერთაშორისო მოძრაობა „ანტიფაში“, რომელსაც, მისივე თქმით, „ღია საზოგადოების ფონდი“ (ე.წ. სოროსის ფონდი) აფინანსებს.
„ალტ-ინფოს“ მტკიცება, თითქოს „ღია საზოგადოების ფონდი“ მოძრაობა ანტიფას აფინანსებს დეზინფორმაციაა. მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი, ანტიფაშისტური მოძრაობა ანტიფა აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორია. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების politifact-ის და snopes-ის, ასევე New York Times-ის, Forbes-ის თანახმად არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, რომ ჯორჯ სოროსი ან/და მისი ორგანიზაცია აშშ-ში პროტესტის/არეულობის ორგანიზატორებს აფინანსებს“, ნათქვამია მითების დეტექტორის მასალაში.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)