თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს მედეა სულამანიძის მასალას: არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ.
„2020 წლის 1 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji-მ საჯარო ჯგუფში „კორონა აფიორა“ გაავრცელა რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟი საუბრობს გაეროს მიერ შექმნილი პროგრამის „ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ.
ვიდეო ამტკიცებს, რომ გაერომ გაწერა მიზნები მსოფლიო მმართველობის შესაქმნელად, რომელთა შორისაცაა ოჯახის და სახელმწიფო სუვერენიტეტის გაუქმება, ადამინების სხეულებში ჩიპების იმპლანტაცია, 5G ტექნოლოგიების გავრცელება, ციფრული მსოფლიო ვალუტის გავრცელება, მსოფლიო ჯარის შექმნა და ა.შ. ვიდეოს ტექსტის ქართული თარგმანი აღწერის სახით ახლავს ქართველი მომხმარებლების პოსტებს.
როგორც ქართველი მომხმარებლების პოსტების, ასევე რუსულენოვანი ვიდეოს მტკიცება, რომ არსებობს გაეროს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროგრამა 2021-2030 წლებისთვის, მტკიცებულების გარეშეა და კონსპირაციაა. ამ სახელწოდების ან შინაარსის მქონე დოკუმენტი ღია წყაროების საშუალებით არ იძებნება“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)