თბილისი. მთელ მსოფლიოში 22 აპრილს დედამიწის დღეს აღნიშნავენ. მისი მიზანია გარემოს დაცვისა და ცხოვრების „მწვანე" წესის ხელშეწყობა. საქართველოში დედამიწის დღესთან დაკავშირებული კამპანიის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ღონისძიებაში, რომელმაც სტარტი აიღო 17 აპრილს და 23 აპრილს დასრულდება, მონაწილეობას იღებს ბორჯომის, ახალდაბის, წაღვერისა და ახალციხის კოლების 100–ზე მეტი მოსწავლე. სკოლებში არსებული ეკონოკლუბის წევრები სკოლების ეზოებში ნარგავეს დარგავენ. კამპანიის დასასრულს, 23 აპრილს, ახალდაბაში ბავშვებს შეუერთდებიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გარემის დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბორჯომის გამგებლობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
წყარო: undp.ge