თბილისი. სახალხო დამცველი მიესალმება შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და იმედოვნებს, რომ მათი ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციას.
„2020 წლის 29 სექტემბერს მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სრული მანდატის მქონე შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილი იქნება შრომის კანონმდებლობის დაცვას გაუწიოს ზედამხედველობა...
სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი დარჩა სახალხო დამცველის შეთავაზება, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი შემოფარგლულიყო დასაქმების ადგილზე თანასწორობის მხრივ ზოგადი პოლიტიკის შეფასებით, სავარაუდო დისკრიმინაციის ინდივიდუალური შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევებისთვის კი ფაქტის სახალხო დამცველთან რეფერირების მექანიზმი დანერგილიყო“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)