თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება გონიოში სასტუმროს მშენებლობის პროცესში დასაქმებული თორმეტი პირისთვის კომპანია შპს ,,ლაბაუ გონიოს“ მიერ კუთვნილი შრომითი ანაზღაურების არ გადახდის, ხელფასის მოპარვის ფაქტს.
„Მშრომელები აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების მიუხედავად, დამსაქმებელი კომპანია მათ კუთვნილ ხელფასებს დღემდე არ უხდის. დასაქმებულების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება დღეის მდგომარეობით დაახლოებით 27 000 ლარს შეადგენს.
Მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში დამსაქმებლების მიერ მშრომელთა შრომითი ანაზღაურების უკანონოდ მითვისების (მოპარული ხელფასის) პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და ახალი მანდატის ფარგლებში სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების შემოწმებისას, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს იმ დამსაქმებელთა გამოვლენა და სამართლებრივი პასუხიმგებლობა, რომელთაც ნორმალიზებული აქვთ მოპარული ხელფასის პრაქტიკა სამუშაო ადგილზე“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)