იმერეთი. ღია საზოგადოების ფონდი მხარდაჭერას უცხადებს ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობას, აქტივისტებს.
„ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ არსებითად არ არის შესწავლილი არსებული პროექტის გეოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებანი, ბუნდოვანია პროექტის ეკონომიკური და სოციალური დასაბუთებაც. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის თებერვალში გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი შეფასება, ამავე წლის სექტემბრის თვეში შეიცვალა, რითაც კომპანიას ჩამოერთვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი ნებართვა. მიუხედავად ამისა, კომპანია ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)