თბილისი. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა.
საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ უმძიმეს თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გამართა არა ერთი ღონისძიება, რომელთა მიზანიც იყო საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისა და ეროვნული სულისკვეთების წარმოჩენა, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეისათვის მსხვერპლად შეწირული გმირებისათვის პატივის მიგება.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)