თბილისი.ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა
ბაზის" ფარგლებში 9 თვის განმავლობაში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის
სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. ინსტიტუტმა „9 თვის
განმავლობაში 224 საჯარო დაწესებულებას მიმართა 2441 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი
მიიღო 1525 განცხადებაზე. ინსტიტუტის მიერ
გაგზავნილი 2441 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა
დატოვებული 294 მოთხოვნა,
არასრულყოფილი პასუხი
იქნა გაცემული
194 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა
26 შემთხვევაში, ხოლო 402 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ
გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან
არ ჰქონდათ
განხორციელებული კონკრეტული ქმედება",
ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.
წყარო: ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგი