თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინფორმაციით, 2021 წლის 12 მაისიდან საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ცვლილებები შედის.
„ცვლილებები ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადებსაც ეხება;
ასევე, გამკაცრდა რეგულაციები საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებით;
საყურადღებოა, რომ ბინადრობის ნებართვის პროცედურები წლიდან წლამდე სულ უფრო მკაცრდება;
უცხოელებისთვის აფრიკისა და აზიის რეგიონის ქვეყნებიდან ბინადრობის ნებართვის მიღება აქამდეც საკმაოდ პრობლემური იყო, მათთვის დაუსაბუთებელი უარებით, განაცხადის განხილვის გაუმჭვირვალე პროცედურებითა და ხშირ შემთხვევაში, ბლანკეტურად, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზებზე აპელირებით;
საკანონმდებლო ცვლილებების ეს მორიგი ტალღა უმთავრესად სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მეტი დაბრკოლების შექმნას ისახავს მიზნად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)